მენიუ
"ლურჯი ფრინველი"
მორის მეტერლინკი
ფერია ბერილუნის პატარა გოგონა ავადაა. ერთადერთი რამ, რასაც მისი გადარჩენა შეუძლია, ჯადოსნური ლურჯი ფრინველია. შობის ღამეს ღარიბი ტყისმჭრელის შვილები, ტილტილი და მიტილი ლურჯი ფრინველის მოსაძებნად მიდიან. ფერია ბერილუნს ჯადოსნური ალმასი აქვს და მაშინ, როცა ალმასს შემოატრიალებთ, იმის დანახვას შეძლებთ, რაც საგნებში უხილავია, მაგალითად: ღვინის, პურის, წიწაკის, შაქრის, რძის, წყლის, ძაღლის და კატის სულების.
ცხოველები და საგნები ბავშვებთან ერთად მოგზაურობენ. სად ვეძებოთ ლურჯი ფრინველი? იქნებ ხსოვნის ქვეყანაში იმალება? ბედნიერებათა ბაღშია, თუ ქალბატონი ღამე მალავს უზარმაზარი მანტიის ქვეშ? იქნებ მომავლის სამეფოში იყოს, სადაც ის ბავშვები ცხოვრობენ, რომლებიც ჯერ არ დაბადებულან. ქალაქის თეატრში მორის მეტერლინკის საკულტო პიესის, "ლურჯი ფრინველის" პრემიერაა.