ფეხბურთელის გრძელვადიანი განვითარება (ხედვა და დაგეგმვა) თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ფეხბურთელის გრძელვადიანი განვითარება (ხედვა და დაგეგმვა)

ფეხბურთელის გრძელვადიანი განვითარება (ხედვა და დაგეგმვა)

ფეხბურთელის გრძელვადიანი განვითარება (ხედვა და დაგეგმვა)
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან30
ქართული

განრიგი

08.05.2026
პარასკევი
19:00
30 ₾ - 50
30 ₾ - 50
ვრცლად

აღწერა

 აზროვნების აკადემიაში გაიმართება შეხვედრა საფეხბურთო კლუბ დინამო ბათუმის ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელ, საფეხბურთო სააგენტო „ქორნეა"-ს დამფუძნებელ ზურაბ ორაგველიძესთან თემაზე: „ფეხბურთელის გრძელვადიანი განვითარება (ხედვა და დაგეგმვა)"


ლექცია შეეხება ფეხბურთელის განვითარების გზას 6 - 19 წლამდე და აერთიანებს როგორც სპორტული მომზადების, ისე მოზარდის ფიზიკური, კოგნიტური და მენტალური განვითარების პრინციპებს. განხილული იქნება, როგორ უნდა დაიგეგმოს სავარჯიშო პროცესი ასაკობრივი თავისებურებების შესაბამისად, რა მეთოდოლოგიური მიდგომებია ეფექტური სხვადასხვა განვითარების ეტაპზე და როგორ ნაწილდება დატვირთვები განსაკუთრებით ფიზიკური მომწიფების პერიოდში.


განხილული იქნება ის ფაქტორები, რომლებიც ხშირად თამაშის მიღმა რჩება, მაგრამ პირდაპირ განსაზღვრავს ფეხბურთელის პროგრესს: ძილი, აღდგენა, კვება, ცხოვრების სტილი და მათი გავლენა ტექნიკურ, ტაქტიკურ, ფიზიკურ და მენტალურ განვითარებაზე. ასევე განხილული იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარდამავალი ეტაპი, აკადემიის ფეხბურთიდან პროფესიონალურ ფეხბურთში გადასვლა, რა რისკები ახლავს ამ პროცესს და როგორ უნდა მოემზადოს ამისთვის როგორც მოთამაშე, ისე მისი გარემოცვა.


ლექცია საინტერესო და ღირებული იქნება მოზარდი ფეხბურთელებისთვის, მათი მშობლებისთვის, მწვრთნელებისა და საფეხბურთო მენეჯერებისთვის, ვისაც სურთ უკეთ გაიგოს ფეხბურთელის განვითარების სისტემა და ამ პროცესში სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ.

 

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

 

შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი.

ფოტო და ვიდეო

ფეხბურთელის გრძელვადიანი განვითარება (ხედვა და დაგეგმვა)

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება