ლობსტერი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ლობსტერი

ლობსტერი

ლობსტერი
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან 15
advertising
ინგლისური, რუსული

აღწერა

ახლო მომავალი. (სოციოფობისთვის კოშმარი!) მარტოობა აკრძალულია: ყველას, ვისაც ჯერ არ გამოუჩნდა პარტნიორი ან დაკარგა იგი, აპატიმრებენ და სპეციალურ სასტუმროში აგზავნიან. იქ მათ აქვთ ზუსტად 45 დღე, რათა აირჩიონ ახალი პარტნიორი. თუ ვერ მოახერხებენ, ისინი გადაიქცევიან ცხოველებად. თუმცა, ახალჩასულებს / აძლევენ საშუალებას თავად შეარჩიონ, როგორი არსება გახდებიან. სასტუმროს ბინადართა საყვარელ გასართობს კი წარმოადგენს „მარტოხელებზე“ – ტყეებში დამალულ დისიდენტებზე ნადირობა, რომლებიც პრინციპულად უარყოფენ ურთიერთობებსა და რომანტიკას. სწორედ ამ ორ უკიდურესობას შორის აღმოჩნდება მთავარი გმირი, რომელსაც ასახიერებს კოლინ ფარელი.

იორგოს ლანტიმოსი, როგორც ბერძნული „უცნაური ტალღის“ ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორი, ქმნის მართლაც უცნაურ, მაგრამ ამავდროულად – საუკეთესო ანტიუტოპიური ტრადიციების შესაბამისად – დამაჯერებელ და ნაცნობ რეალობას, რომელიც, თავისი ფანტასტიკური პირობითობის მიუხედავად, შემაშფოთებლად ცოცხალია.

კანის კინოფესტივალის ჟიურის პრიზი.

ფოტო და ვიდეო

ლობსტერი

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება