ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი მუსიკოსები - პიანისტი პაპუნა შარიქაძე და ალტ საქსოფონისტი ხონძი - Leno Records-ში დებიუტ ალბომს წარადგენენ. ალბომი 2024 წლის აპრილში ნიუ-იორკში ჩაიწერა და სულ ახლახანს, 9 ივლისს ყველა სტრიმინგ პლატფორმაზე ოფიციალურად გამოქვეყნდა. მასში 10 საავტორო ინსტრუმენტალური ნაწარმოები შედის, რომლებიც სპეციალურად ფორტეპიანოსა და ალტ-საქსოფონის დუეტისთვისაა რეარანჟირებული.
ეს პროექტი არამხოლოდ ჯაზის, კლასიკური მუსიკის, ქართული ფოლკლორისა და სპირიტუალური მუსიკის ესთეტიკათა შერწყმაა, არამედ მყუდრო და ინტიმური იმპროვიზაციული დიალოგი - ორი ინსტრუმენტის გულწრფელი, სულისკვეთებით სავსე და სიღრმისეული ურთიერთშეხვედრა, რომელიც თითოეული მსმენელისთვის ახალ ემოციურ გამოცდილებად იქცევა.
საღამოს გიტარისტი გიგი ცინცაძე სოლო პერფორმანსით გახსნის. უნიკალურ ქართულ პოლიფონიას გიგი კიდევ უფრო შეუდარებლად აჟღერებს. განსაკუთრებით კი სამხმიანი გურული სიმღერები და საგალობლებია მისი სტიქია, რომლის დებიუტიც 18:00 საათზე შედგება.
Lenø-ს არტისტები თითქმის ყველა ჟანრში ქმნიან ქართული მუსიკალური სცენის სახეს: http://lenorecords.com/#projects