პსევდო-დოკუმენტური ისტორია ორი ახალგაზრდა ადამიანის შესახებ, რომლებიც ღვინის ქარხანაში მუშაობენ – მშვენიერი ანარეკლი 60-იანი წლების საქართველოს ცხოვრებისა და რეჟისორის სადებიუტო მხატვრული ფილმი. სამხრეთის „იტალიური“ ეზოები ამოჭრილი აივნებით და ხვეული კიბეებით, სადაც ყველა მაცხოვრებელი ბავშვობიდან იცნობს ერთმანეთს. რთველი, ღვინის მომზადების საუკუნეების განმავლობაში უცვლელი ტექნოლოგია, სადღეგრძელო სიმღერები – ცოცხალი ტრადიცია, რომელიც ქართველებს ათასწლეულების განმავლობაში წინაპრებთან აკავშირებს. სწორედ ამიტომ, როდესაც ქარხნის ხელმძღვანელობა უხარისხო სასმელის „გაბანდვას“ იწყებს, ნამდვილი საფერავის შენარჩუნება გმირებისთვის სინდისისა და ღირსების საკითხი ხდება, საკუთარი თავის შენარჩუნების საკითხი.