არტერია წარმოგიდგენთ თანამედროვე ქართული მუსიკის საღამოს — ორი განსხვავებული ჟღერადობის ჯგუფით
LIOwithILA — ილა წულაძისა და ლიო ჩხეიძის ერთობლივი პროექტი, რომელიც აერთიანებს ელექტრონულ, ექსპერიმენტულ და ფოლკლორულ ელემენტებს. მათი მუსიკა თანამედროვე და ტრადიციული ჟღერადობების შესახვედრ წერტილია — ემოციური, განსხვავებული და სცენაზე ცოცხლად გარდასახვადი.
4D Monster Lobsters — ინდი/ფსიქოდელიური სინთ-პოპ ტრიო თბილისიდან. ბენდი ორი ალბომით (Solitary Days of Alien Abduction, ERTOBA & GARTOBA) და ენერგიული ლაივებით ადგილობრივი სცენის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენლად იქცა. ახალი სინგლები (OMW, SITBO) მომავალი ალბომის მოლოდინს აჩენს.