Arteria წარმოგიდგენთ “Likuna & Saba”-ს პირველ სოლო კონცერტს
Likuna & Saba — კოლაბორაცია, რომელმაც ბოლო წლებში სოცმედიაში არაერთი ცნობილი სიმღერის განსხვავებული ქავერით მსმენელის გული მოიგო.
დიდი გამოხმაურებისა და სიყვარულის შემდეგ, გადაწყდა ეს მუსიკალური ისტორია სცენაზეც გაცოცხლებულიყო.
საღამო აერთიანებს R&B, Funk, Soul, Pop და Jazz ელემენტებით გაფორმებულ ცნობილ კომპოზიციებს, ასევე ორიგინალურ საავტორო ნაწარმოებებს.
გელოდებათ გემოვნებიანი, პოზიტიური და ენერგიით სავსე მუსიკალური საღამო Arteria-ს სცენაზე.
ვოკალი:
• ლიკუნა თუთისანი
• საბა ჩაჩუა