ლევან ხერხეულიძე | 16 ავტოპორტრეტი
გამოფენა

ლევან ხერხეულიძე | 16 ავტოპორტრეტი

‘ოდესღაც, ნოემბრის სუსხიან დღეს, ათასობით მეტრზე გადაჭიმულ კასპიის ზღვის სანაპიროზე აღმოვჩნდი: ღრუბლიანი ცა, რბილი, გაფანტული განათება, ძლიერი ქარი, მისგან გაპარტახებული ცარიელი ქოხები და ფორმადაკარგული მცირე ნაგებობები, სიცივე, ქვიშაში ჩაფლული უამრავი მანქანის საბურავი, რამდენიმე მიტოვებული ძველი მანქანა და აბობოქრებული რუხი ტალღები. თითქმის ორი საათი გაუჩერებლად ვიღებდი და მხოლოდ მაშინ შევწყვიტე, როდესაც თითები იმდენად გამეყინა, რომ ფოტოაპარატს ვეღარ ვიმორჩილებდი. იმ მომენტში არც კი მიფიქრია, რომ გაუცნობიერებლად, საკუთარ ავტოპორტრეტზე ვმუშაობდი. წელიწადის სხვადასხვა დროს ჩასული ყოველთვის მივდიოდი სანაპიროზე და გადაღებას ვაგრძელებდი.   ფოტოების გადაღებისას უეცრად მივხვდი, რომ მარტოობას ვიღებდი, საკუთარ მარტოობას. ოღონდ, არა ტრაგიკულს, არამედ უნივერსალურს, რომელიც, ალბათ, ყველა ადამიანში ღრმადაა ჩამარხული.’   ლევან ხერხეულიძე
ლევან ხერხეულიძე | 16 ავტოპორტრეტი
36 Shota Rustaveli Ave., Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

გალერეა "ვერნისაჟი" წარმოგიდგენთ
ლევან ხერხეულიძის გამოფენას
"16 ავტოპორტრეტი"
გამოფენა გაიხსნება 29 მარტს 19:00 სთ-ზე და გაგრძელდება 15 აპრილის ჩათვლით.
მის.: შოთა რუსთაველის გამზირი 36.
გალერეა ღიაა ყოველდღე 12:00 საათიდან 19:00 საათამდე (კვირის გარდა).

ფოტო და ვიდეო

ლევან ხერხეულიძე | 16 ავტოპორტრეტი

ადგილი

გალერეა ვერნისაჟი
გალერეა ვერნისაჟი
36 Shota Rustaveli Ave., Tbilisi
გალერეა დაარსდა 1996 წლის დეკემბერში და მუშაობს როგორც თანამედროვე, ისე თანამედროვე ხელოვნებაზე.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.