ფოტოგრაფია განსხვავებულად რეაგირებს მსოფლიო მოვლენებზე სხვადასხვა ეპოქაში. შეხვედრაზე გავიგებთ, როგორ გადმოსცემს ფოტოგრაფიის ენა რეალობას ფოტოგრაფიის ისტორიული მაგალითების მეშვეობით და როგორ მუშაობდნენ ავტორები სხეულის თემაზე, რამდენად ღრმად იყვნენ მასში ჩართული.
რატომ არის სხეულებრივობა ასეთი მნიშვნელოვანი ფოტოგრაფებისთვის? რა როლს ასრულებს იგი ფოტოგრაფიაში? როგორ გარდაიქმნება სხეულებრივობა გამოსახულებად? და რა ხდება სხეულებრივობის აღქმის მხრივ დღეს?
განვიხილავთ როგორც კლასიკოსებს, ასევე ახალი თაობის ფოტოგრაფებს და შევადარებთ მათი რეაქციებს მსოფლიო მოვლენებზე.
სპიკერი: ვერა ბარკალოვა – მოსკოველი ხელოვანი. მუშაობს სხეულებრივობისა და მგრძნობელობის, ტაბუირების და სტიგმატიზაციის თემებზე, იკვლევს ფსევდოფილოსოფიისა და მარგინალიზაციის საკითხებს. ქმნის ტოტალურ ინსტალაციებს სხვადასხვა მედიის გამოყენებით: სკულპტურა, ფოტოგრაფია, ვიდეო, ხმა.