სამართლებრივი ინგლისური - თეორია და პრაქტიკული უნარები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
სამართლებრივი ინგლისური - თეორია და პრაქტიკული უნარები

სამართლებრივი ინგლისური - თეორია და პრაქტიკული უნარები

სამართლებრივი ინგლისური - თეორია და პრაქტიკული უნარები
ბილეთის ფასი
დან1920
advertising
ქართული

აღწერა

სამართლის აკადემია აცხადებს მონაწილეთა რეგისტრაციას სასწავლო კურსზე „სამართლებრივი ინგლისური - თეორია და პრაქტიკული უნარები“.
 

სამართლებრივი ინგლისურის კურსი განკუთვნილია იურისტებისთვის, რომელთაც სურთ შეიძინონ მაღალი დონის ენობრივი კომპეტენცია და გაზარდონ საკუთარი დასაქმების შესაძლებლობები. სამართლის აკადემიის მიერ შემოთავაზებული კურსი უნიკალურია, რადგან ეფუძნება თეორიისა და პრაქტიკის სინთეზს. კურსის პირველი ნაწილი მოიცავს თეორიულ კომპონენტს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები დაეუფლებიან სამართლებრივ ინგლისურში ფართოდ გამოყენებულ ტერმინოლოგიას და განივითარებენ პროფესიული კომუნიკაციისთვის აუცილებელ ენობრივ უნარებს. კურსის მეორე ნაწილი პრაქტიკულია და მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას იმუშაონ რეალურ სამართლებრივ დოკუმენტებზე და მონაწილეობა მიიღონ პრაქტიკულ სიმულაციებში, მათ შორის: კლიენტთან კონსულტაცია, მოლაპარაკება და ხელშეკრულების მომზადება.
 

კურსს გაუძღვებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ლექტორები თამი გოშაძე და მარიამ ბერიძე.
 

კურსი დაიწყება 17 თებერვალს და გაგრძელდება 16 კვირის განმავლობაში. თითოეულ კვირაში ჩატარდება 2 შეხვედრა, ჯამში - 32 შეხვედრა. შეხვედრები გაიმართება ონლაინ Zoom პლატფორმის მეშვეობით სამშაბათს და ხუთშაბათს 19:30-21:00 საათებში.

 


კურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია ფლობდეთ ინგლისურ ენას მინიმუმ B1 დონეზე, რაც შესაძლებელია დადასტურდეს სერტიფიკატით, უნივერსიტეტის მიერ გაცემული ნიშნების ფურცლით ან გასაუბრებით სამართლის აკადემიის ინგლისური ენის ლექტორთან. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

 

 

ბილეთის შეძენა შესაძლებელია 14 თებერვლის ჩათვლით.

კურსის სრული საფასური შეადგენს 1920 ლარს.

ბილეთის შეძენის შემდეგ დაუკავშირდით სამართლის აკადემიას - info@lawacademy.ge; 511779969


*მას შემდეგ, რაც მომხმარებელი იყიდის ბილეთს, მისი საკონტაქტო მონაცემები (სახელი, გვარი, ტელ.ნომერი, ელ-ფოსტა) გადაეცემა ორგანიზატორს — „სამართლის აკადემიას“. Zoom-ის ბმულის დაგზავნაზე პასუხისმგებელია ორგანიზატორი; ბმული გამოიგზავნება ტრენინგის დაწყებამდე 1-2 კალენდარული დღით ადრე.

ფოტო და ვიდეო

სამართლებრივი ინგლისური - თეორია და პრაქტიკული უნარები

ადგილი