რემბრანტ ვან რეინის — გამორჩეული ჰოლანდიელი ოსტატის — პიროვნება გარემოცულია სტერეოტიპებითა და ლეგენდებით.
შეხვედრაზე დავაზუსტებთ, სად მთავრდება მითები და იწყება სიმართლე, ვისაუბრებთ ოსტატის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. ერთად გავაანალიზებთ მის ცნობილ ნამუშევრებს, ჩავწვდებით მათ შინაარსს და გავიგებთ, როგორ და რატომ მიიყვანა ოდესღაც წარმატებულმა, მოთხოვნადმა და შეძლებულმა მხატვარმა თავი გაკოტრებამდე.
ლექციას წაიკითხავს პაშა როსტი — მხატვარი, ილუსტრატორი და ფლორენციის ხელოვნების აკადემიის აკადემიური ფერწერის ფაკულტეტის კურსდამთავრებული.