თბილისის რაიონი, რომელზეაც, სავარაუდოდ, არც კი გსმენიათ. მოდით ლექციაზე Papers-ში, სადაც ვისაუბრებთ მეტალოკონსტრუქციების ქარხანაზე და ქალაქის არქიტექტურაზე!
მეტალოკონსტრუქციების ქარხანა — სამგორის პერიფერიული უბანი, მოქცეული რკინიგზასა და მტკვარს შორის.
აქ, მცირე ტერიტორიაზე, ერთმანეთის გვერდით თანაცხოვრობენ საბჭოთა ტიპის საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები, მიტოვებული შენობები და თვითნაბადი ნაგებობები. მეტალოკონსტრუქციების ქარხანა — ეს არის უბანი, სადაც განსაკუთრებული მიზეზის გარეშე არ წახვალ, თუმცა ის თავის თავში ქალაქის პერიფერიის ერთგვარ ეტალონს წარმოადგენს.
2018 წელს არქიტექტორმა მიხეილ მიკაძემ ჩაატარა ამ ადგილის კვლევა თბილისის არქიტექტურული ბიენალეს ფარგლებში. 8 ივლისს ის Papers-ის სივრცეში გაგვიზიარებს თავის დაკვირვებებს როგორც მეტალოკონსტრუქციების ქარხანაზე, ასევე თბილისის არქიტექტურასა და ურბანულ სტრუქტურაზე ზოგადად. გელით ლექციაზე!