არტ-ნუვო, ან როგორც მას მოდერნს ვუწოდებთ, არის პირველი ნამდვილად თანამედროვე საერთაშორისო სტილი და „მშვენიერი ეპოქის“ მთავარი ვიზუალური სახე. მიუხედავად არქიტექტურული ფორმების ცნობადობისა, მისი დეკორატიული თავისებურებები და რეგიონული განსხვავებები ჯერ კიდევ არასაკმარისად არის შესწავლილი.
ამ პარასკევს ჩვენს სივრცეში გაიმართება შეხვედრა, სადაც ვიმოგზაურებთ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე და განვიხილავთ ხელოვნებისა და დიზაინის სხვადასხვა მიმართულებას, რომლებიც მოდერნის ეპოქას უკავშირდება. ასევე შევეხებით სოციალურ და პოლიტიკურ იდეებს, რომლებიც შთაგონების წყაროდ იქცა მხატვრებისა და არქიტექტორებისთვის.
შეხვედრაზე გაიგებთ:
● რატომ ჰქონდა თითოეულ ქვეყანას მოდერნს საკუთარი სახელწოდება.
● რით განსხვავდება თბილისის მოდერნი პარიზულისგან.
● რა არის ურბანიზმი და სოციალური საცხოვრებელი მოდერნის ეპოქაში.
● როგორ ცდილობდა არტ-ნუვოს ხელოვნება ერთდროულად გადაერჩინა მსოფლიო და აენთო ომები.
შეხვედრა საინტერესო იქნება ყველასთვის, ვისაც ხელოვნების ისტორია, არქიტექტურა და დიზაინი აინტერესებს. მას წაიყვანს @amirovandrey ანდრეი ამიროვი — თანამედროვე ხელოვნებისა და არქიტექტურის ისტორიისა და თეორიის ლექტორი.
