მე-20 საუკუნის დასაწყისის ტრაგიკულმა მოვლენებმა მრავალი მხატვარი აიძულა დაეტოვებინა სამშობლო და თავიდან დაეწყო ცხოვრება. მათი ბედისწერა ტრაგედიასა და ტრიუმფს შორის მერყეობდა. მათ გამოიარეს რთული პერიოდი — დაკარგეს სამშობლო, ახლობლები და ცხოვრობდნენ არასახარბიელო პირობებში. ზოგიერთმა შეძლო საერთაშორისო აღიარების მიღწევა და ხელოვნების ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა.
ლექციის განმავლობაში ვისაუბრებთ მათგან ყველაზე ცნობილებზე — გავიგებთ, რა სირთულეებს შეეჯახნენ და როგორ აისახა ეს მათ შემოქმედებაზე. ასევე, გადავინაცვლებთ ევროპაში და გავიგებთ, როგორ იქცა აშშ ხელოვნების ინოვაციის გლობალურ ცენტრად მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში და როგორ ითამაშა ამაში როლი ადოლფ ჰიტლერმა.
ლექციას წარუძღვება ხელოვნებათმცოდნე, დამოუკიდებელი მკვლევარი ლიანა ლაშხია.