ლექცია „სიკვდილი როგორც გამოსახულება: როგორ საუბრობენ მხატვრები ძალადობასა და სიკვდილზე“
ლექციის ფარგლებში ვისაუბრებთ იმაზე, როგორ მუშაობს ხელოვნება სიკვდილისა და ძალადობის თემასთან — XVII საუკუნის მხატვრობიდან თანამედროვე ინსტალაციებამდე. გავიგებთ, როგორ იცვლებოდა ადამიანის დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ და როგორ აისახებოდა ეს სხვადასხვა ეპოქის ვიზუალურ სახეებში.
ვიმსჯელებთ იმაზეც, როგორ აქცია XIX საუკუნის ფოტოგრაფიამ სიკვდილი პირველად მასობრივ სანახაობად — და რატომ არის ძალადობის გამოსახულებები ერთდროულად ის, რაც გვაახლოებს სხვის ტანჯვასთან და ამავე დროს გვაჩვევს მას.
ვნახავთ, როგორ მუშაობენ თანამედროვე მხატვრები ამ თემებთან სხვადასხვა მედიუმის საშუალებით.