მხატვარი და კურატორი ნიკიტა ნომერსი გამართავს ლექციას, რომელიც ეძღვნება ქუჩის ხელოვნების მრავალფეროვან მიდგომებს, ტექნიკებსა და სტილებს. მსმენელები გაივლიან ქუჩის ხელოვნების განვითარების გზას — ადრეული გრაფიტიდან თანამედროვე პრაქტიკებამდე. მსოფლიო მაგალითების დახმარებით განიხილება ძირითადი ტენდენციები, რომლებმაც გავლენა მოახდინა სტრიტ-არტის ევოლუციაზე.
ლექციის ერთ-ერთი ნაწილი დაეთმობა თავად ავტორის გამოცდილებას. ნიკიტა ნომერსი ისაუბრებს საკუთარ შემოქმედებით გზაზე და წარადგენს ახალ წიგნს „მთელის ნაწილები“. გამოცემა ეძღვნება ამავე სახელწოდების სერიას, რომელიც დაიწყო ქუჩის ინტერვენციებითა და მასშტაბური მურალებით და შემდგომ გადაინაცვლა სახელოსნოებში.