ამ პარასკევს ჩვენს სივრცეში გაიმართება შეხვედრა, რომელიც მიეძღვნება არტ-დეკოს სტილის ასი წლის იუბილეს.
ჩვენ ერთად ჩავიძირებით ელეგანტურობის, მოდერნიზმისა და „მყვირალა ოციანების“ სამყაროში — ეპოქაში, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა XX საუკუნის ხელოვნებასა და დიზაინზე.
შეხვედრაზე:
● განვსაზღვრავთ, რა არის არტ-დეკო და როგორ ჩამოყალიბდა ის, როგორ შეცვალა მოდერნი და როგორ გახსნა გზა ახალი ესთეტიკისკენ.
● ვესტუმრებით 1925 წლის პარიზის საგამოფენო სივრცეს — ღონისძიებას, რომელიც გახდა არტ-დეკოს მსოფლიო აღიარების საწყისი წერტილი.
● გავეცნობით, როგორ აისახა არტ-დეკო ამერიკის გრანდიოზულ ცათამბჯენებში, რომლებიც პროგრესისა და ახალი ეპოქის სიმბოლოდ იქცნენ.
● განვიხილავთ, როგორ იქცა არტ-დეკო გავლენიან სტილად XX საუკუნის არქიტექტურასა და დიზაინში და რა კვალი დატოვა ის ჩვენს ყოველდღიურ გარემოში.
შეხვედრა საინტერესო იქნება ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ხელოვნების ისტორია, არქიტექტურა და დიზაინი.
შეხვედრას წარუძღვება ანდრეი ამიროვი — თანამედროვე ხელოვნებისა და არქიტექტურის ისტორიისა და თეორიის ლექტორი.