სამართალი და ლიტერატურა - მსოფლიო გამოცდილება და ქართული კონტექსტი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
სამართალი და ლიტერატურა - მსოფლიო გამოცდილება და ქართული კონტექსტი

სამართალი და ლიტერატურა - მსოფლიო გამოცდილება და ქართული კონტექსტი

სამართალი და ლიტერატურა - მსოფლიო გამოცდილება და ქართული კონტექსტი
Tbilisi, Georgia
ქართული

განრიგი

29.10.2026
ხუთშაბათი
12:00

აღწერა

2026 წლის 29 ოქტომბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მასპინძლობს სამეცნიერო კონფერენციას – „სამართალი და ლიტერატურა: მსოფლიო გამოცდილება და ქართული კონტექსტი“, რომელიც მიზნად ისახავს სამართლისა და ლიტერატურის ურთიერთმიმართების მრავალმხრივ ანალიზს.

სამართალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა, რომელიც არეგულირებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს პასუხისმგებლობას და ქმნის სამართლიანობის ჩარჩოს. თუმცა, ხშირად ის ორმაგად აღიქმება როგორც ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი და, ამავდროულად, როგორც სოციალური კონტროლის ინსტრუმენტი.

განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხები იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიული სისტემები ჯერ კიდევ მყიფეა და არსებობს განსხვავება კანონის ფორმალურ ნორმებსა და მის რეალურ აღსრულებას შორის.

📖 სწორედ ამ დილემების გააზრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ლიტერატურა, რომელიც გვაჩვენებს:

▪️ ძალაუფლების ფარულ მექანიზმებს
▪️ სოციალური უთანასწორობის ფორმებს
▪️ სამართლიანობის განსხვავებულ გაგებებს

კონფერენციის მიზანია ამ თემებზე აკადემიური დისკუსიის წახალისება და სამართლისა და ლიტერატურის ურთიერთკავშირის კრიტიკული გაანალიზება.

ძირითადი თემები:

▪️ სამართლისა და ძალაუფლების ურთიერთობა ლიტერატურულ ნარატივებში;

▪️ეთიკის, მორალისა და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხები კანონსა და სინდისს შორის კონფლიქტი, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და წინააღმდეგობა;

▪️„აუტსაიდერის“ ფიგურა, ინდივიდუალური მორალის დაპირისპირება სამართლებრივ წესრიგთან და პროტესტის კრიმინალიზაცია;

▪️სამართალი ტოტალიტარულ და ავტორიტარულ რეჟიმებში სახელმწიფო ძალადობა და სისტემური უსამართლობა;

▪️ ინდივიდუალური და კოლექტიური პასუხისმგებლობა მორჩილებასა და წინააღმდეგობას შორის არჩევანი;
ტრავმა, ისტორიული მეხსიერება და სამართლიანობის ნარატივები;

▪️ მარგინალიზებული ჯგუფები უმცირესობები, სოციალური გარიყვა და სამართლებრივი რეგულაციები.

ვისთვისაა კონფერენცია?

მკვლევრებისთვის, დოქტორებისა და დოქტორანტებისთვის სამართლის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროდან.

📩 როგორ მიიღოთ მონაწილეობა?

გამოაგზავნეთ:
▪️ მოხსენების სათაური
▪️ აბსტრაქტი (150–200 სიტყვა)
▪️ 3-5 საკვანძო სიტყვა
▪️ მოკლე ბიო (100–200 სიტყვა)

📧 conferences@sabauni.edu.ge
(ქართულ და ინგლისურ ენებზე)

მნიშვნელოვანი თარიღები:

▪️ აბსტრაქტების მიღება - 15 სექტემბერი, 2026
▪️ პასუხი მიღებაზე - 25 სექტემბერი, 2026
▪️ კონფერენციის თარიღი - 29 ოქტომბერი, 2026

დეტალური ინფორმაციისთვის - https://shorturl.at/vDz9G

ფოტო და ვიდეო

სამართალი და ლიტერატურა - მსოფლიო გამოცდილება და ქართული კონტექსტი

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება