“TOC - TOC” - პიესის ორიგინალური ფრანგული სათაური არის სამედიცინო დიაგნოზის აბრევიატურა - Troubles Obsessionnels Compulsifs (ობსესიურ-კომპულსური აშლილობა).
ეს არის ამბავი სხვადასხვა ობსესიური აშლილობის მქონე ექვს ადამიანზე. ისინი სახელგანთქმულ ფსიქოლოგთან თერაპიაზე მისულები, მათთვის მოულოდნელად, მისაღებ ოთახში ერთად აღმოჩნდებიან.
როდესაც იგებენ რომ ექიმი გაურკვეველი ვადით იგვიანებს, დიდი ქაოსი იწყება.
ერთი შეხედვით სასაცილო სიტუაციების მიღმა, დიდი ადამიანური ტკივილი იჩენს თავს...
კომიკური, ქაოტური, აბსურდული თუ დრამატული მოვლენების საშუალებით, სპექტაკლი ტოლერანტობასა და ერთმანეთის მიმღებლობაზე გვესაუბრება...