ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნის პრეზენტაცია თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნის პრეზენტაცია

ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნის პრეზენტაცია

ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნის პრეზენტაცია
7 K. Marjanishvili, Tbilisi
advertising
ქართული

აღწერა

13 სექტემბერს, 16:00 საათზე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, მეოთხე სართულის დარბაზში, გაიმართება ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნის პრეზენტაცია.

წიგნი წარმოადგენს სამწლიანი პროექტის საბოლოო ეტაპს, რომელიც ასევე მოიცავდა არქიტექტორისადმი მიძღვნილ გამოფენებს თბილისში და ქუთაისში, 2022–2023 წლებში.

პრეზენტაციაზე წიგნის შესახებ ისაუბრებენ: დიმიტრი ერისთავი, ლევან კალანდარიშვილი და მანანა არაბული.

 

ლადო ალექსი-მესხიშვილი ის ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტორია, ვისმა შემოქმედებამაც საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ის ეკუთვნის ერთ-ერთ პირველ თაობას, რომელმაც არქიტექტურული განათლება საქართველოში მიიღო. მისი სწავლისა თუ შემოქმედების პერიოდში, არქიტექტურაში ორი ძირეული ცვლილება მოხდა – სოციალისტური რეალიზმის დანერგვა (1930-იანი წლები), რომელიც ხელს უწყობდა ეროვნული ნიშნების კონსტრუირებას და ხშირად პირდაპირ უბიძგებდა დეკორატიულობისკენ და შემდეგ, სსრკ-ის დადგენილება „დაპროექტებასა და მშენებლობაში ზედმეტობების აღმოფხვრის შესახებ“ (1955 წ.), რომელმაც ფართო ასპარეზი მისცა ინდუსტრიული მეთოდით სწრაფ და ეკონომიურ მშენებლობას, ხოლო გამომსახველობის მხრივ, საფუძველი ჩაუყარა სიმარტივეს და მკაცრ ფორმებს, შესაბამისად, აკრძალა ყველა ის დეკორატიული ელემენტი, რითიც წინა პერიოდის არქიტექტურა გამოირჩეოდა.

 

წიგნის სამუშაო ჯგუფი:
რედაქტორი: დიმიტრი ერისთავი
ტექსტი: ლევან კალანდარიშვილი, დიმიტრი ერისთავი, ქეთევან ჯანანაშვილი
ვიზუალური კონცეფცია და დიზაინი: მანანა არაბული
პროექტის ხელმძღვანელი: მარიამ წიქარიძე
დაიბეჭდა IMAK PRESS, ISTANBUL / 2024

 

წიგნი გამოიცა თიბისის მხარდაჭერით. 2022 წლის საგამოფენო პროექტის ლადო ალექსი-მესხიშვილი – არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე ფარგლებში. კურატორები დიმიტრი ერისთავი და ლადო შონია, ნინი ფალავანდიშვილთან თანამშრომლობით. თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე,
კოტე მარჯანიშვილის ქუჩა N7. თბილისი, საქართველო.

 

წიგნის გამოცემის პარტნიორია : კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი

ფოტო და ვიდეო

ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნის პრეზენტაცია

ადგილი

თიბისი კონცეპტი
თიბისის განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურების მთავარი ინსპირაცია ადამიანები და მათი ინტერესებია. კონცეპტის მიზანია გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება, აქ, ახლა მისცეს მეტი დრო ახალი აღმოჩენებისთვის, მიზნებისა თუ გეგმების შესასრულებლად
ამ ადგილის ყველა ღონისძიება