მეფე - მოვიდა დრო თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
მეფე - მოვიდა დრო

მეფე - მოვიდა დრო

მეფე - მოვიდა დრო
1 Melikishvili Street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 60
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

მუსიკა, რომელიც დროს უსწრებს.


სიტყვები, რომლებიც სულში რჩება.


მოვიდა დრო, კვლავ ვიგრძნოთ ის, რაც მეფემ დაგვიტოვა!


2 მაისს, თბილისის საკონცერტო დარბაზში - SPARKS-ის ორგანიზებით - ლეგენდარული ქართველი მომღერლის - ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებას, კიდევ ერთხელ გავაცოცხლებთ.



ქართული ალტერნატიული მუსიკის ლეგენდა ირაკლი ჩარკვიანი, მსმენელისთვის დღემდე განსაკუთრებით საყვარელი და ღირებული მუსიკოსია. მან მუსიკალური მოღვაწეობა 1976 წელს ჯგუფ "არიშთან" ერთად დაიწყო. ამის შემდეგ ის დადა დადიანთან, ბიჭიკო ოსიპოვთან და კახა კიკაბიძესთან ერთად ჯგუფი "ტაქსის" წევრი იყო, რომელმაც 1990-იან წლებში ქართველ მსმენელში საკმაო პოპულარობა მოიპოვა. 1990-იანი წლების დასაწყისში მუსიკოსი ასევე უკრავდა ჯგუფ "Children's Medicine"-ში, 1990-იანი წლების მიწურულს კი მონაწილეობდა პროექტ "Daira"-ში.

 

 

რაც დრო გადის, ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა კიდევ უფრო ღირებული ხდება და შეიძლება ითქვას, აქტუალურობას არასოდეს კარგავს. მისი დამსახურება ქართული მუსიკის და არა მარტო მუსიკის, არამედ მთლიანად თანამედროვე ქართული კულტურის წინაშე დიდია. ამას მსმენელი კარგად გრძნობს და შეიძლება ითქვას, „მეფე“ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი მუსიკოსია, რომლის სიმღერებსაც ახალი თაობაც კარგად იცნობს და ზეპირად მღერის.

 

 

2 მაისს, არაჩვეულებრივ ქართველ მუსიკოსებთან ერთად, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ირაკლი ჩარკვიანის საოცარ შემოქმედებას, კიდევ ერთხელ გავიზიარებთ.

 

 

მონაწილეობენ:

 

ქეთათო

 

ნანა ჩარკვიანი

 

სტეფანე

 

ნინა სუბლატი

 

თორნიკე ყიფიანი

 

გუგა მაჭარაშვილი

 

Faniko

 

Asea sool

 

 

------

19:00 - კარის გახსნა


20:00 - კონცერტის დასაწყისი

------

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება

ფოტო და ვიდეო

მეფე - მოვიდა დრო

ადგილი

თბილისის საკონცერტო დარბაზი
თბილისის საკონცერტო დარბაზი (თბილისის სახელმწიფო ფილარმონია) - საკონცერტო ორგანიზაცია, რომელიც მდებარეობს მერაბ კოსტავას ქუჩაზე, 36/1, საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა. ფილარმონიის სცენაზე იმართება უდიდესი კონცერტები და მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებები ადგილობრივი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი აშენდა 1971 წელს არქიტექტორ ი. ჩხენკელის პროექტით. 21-ე საუკუნის დასაწყისში დარბაზი მთლიანად განახლდა. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში არის მთავარი დარბაზი (2500 ადგილ) და პატარა დარბაზი (750 ადგილი). 2001 წელს ფილარმონიის შენობასთან მოეწყო „ვარსკვლავების ხეივანი“. დარბაზის წინ დგას მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის ბრინჯაოს ქანდაკება „მუზა“. 2014 წელს ფილარმონიას კომპოზიტორის ალექსი მაჭავარიანის სახელი მიენიჭა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება