კონცერტი და ფოტოგამოფენა მიშა ალპერინის ხსოვნისადმი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
კონცერტი და ფოტოგამოფენა მიშა ალპერინის ხსოვნისადმი

კონცერტი და ფოტოგამოფენა მიშა ალპერინის ხსოვნისადმი

კონცერტი და ფოტოგამოფენა მიშა ალპერინის ხსოვნისადმი
12, D. Uznadze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 35
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

ღონისძიება იმართება XIV საერთაშორისო ფესტივალ NOUMEN ART-ის ფარგლებში ნორვეგიის სამეფო საელჩოს თბილისში მხარდაჭერით.

 

ამ მოვლენას ისტორია აქვს:

 

2017 წლის შემოდგომაზე ცნობილმა ნორვეგიელმა პიანისტმა და კომპოზიტორმა მიშა ალპერინმა (1956-2018) მეგობრებს გაუგზავნა თავისი საფორტეპიანო კომპოზიციის ჰომ-ვიდეო, სახელწოდებით „ტიფლისი“. კომპოზიციის მოსმენის შემდეგ რეჟისიორმა გიორგი დავითაშვილმა აღფრთოვანება გამოხატა მისი სილამაზით და დაპირდა, რომ თბილისის შესახებ არტ-ფილმს გადაიღებდა კომპოზიციით „ტიფლისი“ ლეიტმოტივად გამოყენებით, მაგრამ დაპირება მუსიკოსის სიცოცხლეშივე ვერ შეასრულა: 2018 წლის 11 მაისს მიშა ალპერინი გარდაიცვალა.

 

ცოტა ხნის წინ გიორგი გაოცებული დარჩა დიმიტრი ზვერევის ფოტოებით, რომელიც უკვე ორი წელია თანამედროვე თბილისის ფოტოქრონიკას ქმნის. მოულოდნელად გაჩნდა იდეა, რომ მიშა ალპერინის გარდაცვალების დღეს 11 მაისს მოეწყოთ ამ უნიკალური მუსიკოსის საღამო, სადაც კომპოზიცია „ტიფლისი“ დიმიტრი ზვერევის მთელ თბილისურ ფოტოსამყაროს შეესაბამებოდა.

 

მუსიკისა და ფოტოგრაფიის ეს უნიკალური შერწყმა თბილისში, ცნობილ IArt Gallery-ში გაიმართება. პროგრამა მოიცავს კონცერტს, რომელშიც მონაწილეობენ:

 

ეველინა პეტროვა-ალპერინი: აკორდეონი, ვოკალი | ნორვეგია

 

სიმონა ვაისენფელსი: ფორტეპიანო | გერმანია

 

რეზო კიკნაძე: საქსოფონი | საქართველო

 

გურამ მაჭავარიანი: გიტარა | საქართველო

 

ირაკლი სანადირაძე: პერკუსია | საქართველი

 

IArt Gallery-ის სტუმრებს ნორვეგიის სამეფო საელჩო თბილისში უმასპინძლებს მეგობრული წვეულით.

 

ხანგრძლივობა: 150 წუთი 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება 

ფოტო და ვიდეო

კონცერტი და ფოტოგამოფენა მიშა ალპერინის ხსოვნისადმი

ადგილი