ფილმმა ახლახან მოიპოვა „ოსკარი“ საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის.
რომის პაპის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, კარდინალები კონკლავის – კათოლიკური ეკლესიის ახალი წინამძღვრის არჩევის –თვის ემზადებიან. ცერემონიის ორგანიზაციისა და წარმართვის პასუხისმგებლობა კარდინალ ლოურენსს ერგო.
თუმცა, მალე ის აღმოაჩენს რამდენიმე არასასიამოვნო საიდუმლოს პაპობის მთავარ კანდიდატებზე, რაც შესაძლოა, რადიკალურად შეცვალოს არჩევნების შედეგი და შეარყიოს ეკლესიის საფუძვლები.