2025 წლის 25 ოქტომბერს, 12:00 საათზე სასტუმრო “The Biltmore Hotel Tbilisi”-ში გაიმართება ა(ა)იპ “საქართველოს დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაციის” მიერ ორგანიზებული სფეროს ყველაზე გამორჩეული ღონისძიება, მჭედელ-მეიარაღეთა და სხვა ოსტატთა ყოველწლიური გამოფენა-გაყიდვა “Knife Show Tbilisi 2025”.
“Knife Show Tbilisi 2025”-ში მონაწილეობას იღებენ როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი მეიარაღეები, შესაბამისი თემატური ნივთების მწარმოებელი ოსტატები და მოცემული სფეროსთვის დამახასიათებელი სხვადასხვა მომსახურების მომწოდებელები (დანის ლესვა, გრავირება და ა.შ.), ასევე კომპანიები (მაღაზიები, გალერეები და ა.შ.) რომლებიც ახდენენ დანების, სანადირო/სათევზაო/სალაშქრო ნივთების, დაზგა/დანადგარების და აქსესუარების რეალიზაციას
ამ დღეს თქვენ გეძლევათ საშუალება ხელით შეეხოთ და დატკბეთ მრავალფეროვანი ხელოვნების ნიმუშებით, ტრადიციული იარაღ-საჭურველით, სანადირო თუ ისტორიული ნაკეთობებით; სხვადასხვა სტილის, ზომის, ფორმის თუ გამორჩეული მექანიზმის და ესთეტიკის ნიმუშებით. წელს ჩვენ კვლავ გთავაზობთ დაუვიწყარ ღონისძიებას, სადაც ადგილობრივი და უცხოელი ოსტატების მიერ წარმოდგენილი იქნება, საავტორო და ხელნაკეთი ასევე სერიული ნამუშევრები.
Knife Show Tbilisi 2025-ზეც ტრადიცია გრძელდება და ყველა ვიზიტორისთვის გვაქვს საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ღონისძიებაზე დასასწრები ყველა ბილეთი მონაწილეობას იღებს გათამაშებაში.
ინფორმაცია პრიზების შესახებ განთავსდება ეტაპობრივად, ასოციაციის facebook-გვერდზე
ყველა ბილეთს აქვს უნიკალური ნომერი.