ფოსტის იმპერიის მფლობელი, რათა ზარმაცი შვილი სახელად ჯესპერი ჭკუაზე მოიყვანოს, მას შორეულ ჩრდილოეთში, სმირენსბურგის ქალაქში აგზავნის. ჯესპერმა უნდა დააარსოს იქ ფოსტის განყოფილება და ერთი წლის განმავლობაში არანაკლებ 6000 წერილი დაამუშაოს. ადგილზე ჩასვლისას, ბიჭი საომარ ზონაში ხვდება: ორი ოჯახური კლანი, ისტორიული მიზეზების გამო, ერთმანეთისადმი სიძულვილს ინარჩუნებს და წმინდად იცავს მრავალსაუკუნოვან ტრადიციას – ნებისმიერ შანსზე ერთმანეთი აჩხუბოს და ცუდი მოუტანოს.