მენიუ
ფილმი-სიზმარი, ფილმი – სმენითი ჰალუცინაცია, ფილმი, რომელსაც კინოკრიტიკოსი ანტონ დოლინი ფილმად საერთოდ არ მიიჩნევს და ურჩევს, მას ნებისმიერი სხვა ტერმინით მივმართოთ – ობიექტი, პროექტი...
ჯესიკა, ორქიდეების გაშენების სპეციალისტი, კოლუმბიაში ჩადის, რათა მძიმე ავადმყოფობისგან დასუსტებულ დას მოუფრთხილდეს, რომელიც თითქმის მუდმივად სძინავს. მაგრამ თავად ჯესიკაც მალე კარგავს შინაგან სიმშვიდეს – მას უცნაური ხმა დასდევს, რომელიც ზოგჯერ აფეთქებას ჰგავს, ზოგჯერ კი ძლიერ დარტყმას. ეს ხმა აშფოთებს და ძილს აკარგვინებს.
მისი წარმოშობის გაგების მცდელობაში ჯესიკა ნაბიჯ-ნაბიჯ შორდება იმას, რასაც რეალობად მივიჩნევთ.
შეხვედრას გაუძღვება ფილოსოფოსი და კინოს მკვლევარი, ასევე კინოთეატრის თანადამფუძნებელი ვარია ვლასოვა.