KIBE: ADRIANA LOPEZ // BOYD SCHIDT // COMETHISFAR // DUAL PISTOLS // SEQTA // STAOX თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
KIBE: ADRIANA LOPEZ // BOYD SCHIDT // COMETHISFAR // DUAL PISTOLS // SEQTA // STAOX

KIBE: ADRIANA LOPEZ // BOYD SCHIDT // COMETHISFAR // DUAL PISTOLS // SEQTA // STAOX

KIBE: ADRIANA LOPEZ // BOYD SCHIDT // COMETHISFAR // DUAL PISTOLS // SEQTA // STAOX
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან80
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

07.08.2026
პარასკევი
23:59
80

აღწერა

7 აგვისტოს KIBE უმასპინძლებს Adriana Lopez-ს — კოლუმბიელი არტისტი, რომელიც ბარსელონაში მოღვაწეობს და უკვე 20 წელზე მეტია ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა.

 

მისი ჰიპნოტური და დინამიური ტექნო ჟღერადობა წარმოდგენილია ისეთ ლეიბლებზე, როგორიცაა PoleGroup, Semantica, Stკალაroboscopic Artefacts, Modularz, MORD და მისი საკუთარი ლეიბლი Grey Report.

 

მას შეუერთდებიან KHIDI-ს რეზიდენტები Boyd Schidt და Dual Pistols.

 

Boyd Schidt თბილისის ელექტრონული სცენის ერთ-ერთი პიონერი, ორი ათწლეულის განმავლობაში ავითარებს საკუთარ ხელწერას — ბნელი, გრუვიანი და ტექსტურებით დატვირთული ტექნო ჟღერადობით.

 

Dual Pistols გამოირჩევა ღრმა რიტმებზე, პერკუსიულ ელემენტებსა და ინტენსიურ ატმოსფეროზე დაფუძნებული ჟღერადობით. ლაინაფს ასევე უერთდებიან Seqta და Comethisfar.

 

Seqta-ს ჟღერადობა აერთიანებს ეისიდ ტრანსს, შამანურ დრამებსა და პროგრესიულ ბრეიქებს, ხოლო Comethisfar, KIBE-ს რეზიდენტი არტისტი, თანამედროვე ხედვით გადააზრებს ტექნოს სხვადასხვა მიმართულებებს.

 

ლაივ შესრულებით წარდგება Staox — ბათუმში დაბადებული, თბილისში დაფუძნებული სწრაფად პროგრესირებადი არტისტი, რომლის მუსიკა ენერგიულ რიტმებსა და ატმოსფერულ სიღრმეს აერთიანებს.

 

ბილეთები:

I კალათა: 40₾ (SOLD OUT)

II კალათა: 60₾ (SOLD OUT)

III კალათა: 80₾.

 

ლოკაცია: ჭოროხის ველი (https://maps.app.goo.gl/mit9eVW3Lh6Z6A7a7?g_st=iw)

 

დასაწყისი:

23:59

 

ასაკობრივი შეზღუდვა: 18+.

 

ვერიფიცირებულ მომხმარებელზე გაიცემა მხოლოდ ერთი ბილეთი.

ფოტო და ვიდეო

KIBE: ADRIANA LOPEZ // BOYD SCHIDT // COMETHISFAR // DUAL PISTOLS // SEQTA // STAOX

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება