ნაპოლეონის ომების დროა. მისი უდიდებულესობის საბრძოლო იალქნიანი გემი „სიურპრიზი“, რომელიც ატლანტის ოკეანეში მიცურავს, მოულოდნელად შემოესევა გაურკვეველი წარმოშობის უზარმაზარი გემი, რომელიც ნისლიდან გამოჩნდა. გუნდის სიმამაცისა და გონიერების წყალობით „სიურპრიზი“ სასწაულით გადაურჩა დაღუპვას. მიუხედავად მძიმე დაზიანებისა და დანაკარგებისა, კაპიტანი ჯეკ ობრი, მეტსახელად „ბედნიერი“, იღებს გადაწყვეტილებას – დაედევნოს მტერს და იწყებს დევნას, რომელიც მას მსოფლიოს კიდემდე წაიყვანს.
ფილმს მიღებული აქვს ორი „ოსკარი“ – ოპერატორული ნამუშევრისა და ხმის მონტაჟისთვის. მას ასევე ჰქონდა კიდევ 8 ნომინაცია, მათ შორის 7 ტექნიკურ კატეგორიაში (ყველა შესაძლო ტექნიკური ნომინაცია), რაც მანამდე მხოლოდ „ტიტანიკს“ ჰქონდა მიღწეული.