1 მაისს KHIDI ათენში მოღვაწე დიჯეისა და პროდიუსერს, ინტენსიური და ემოციური ტექნო სეტებით გამორჩეულ არტისტს Cirkle უმასპინძლებს. მასთან ერთად დაუკრავს ბრაზილიელი პროდიუსერი და დიჯეი, ლეიბლის Liberta Records დამფუძნებელი Vinicius Honorio. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებენ KHIDI-ს რეზიდენტები და ადგილობრივი ელექტრონული მუსიკის სცენის გამორჩეული წარმომადგენლები NEUX და Dual Pistols G2-ს Sioni Hi-Fi Soundsystem კოლექტივი დაიკავებს – პირველი ქართული Dub & Bass საუნდსისტემა, რომელიც თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში შეიქმნა, დროთა განმავლობაში კი თბილისში გადმოინაცვლა, სადაც Dub, Roots, Reggae, Jungle და Bass მუსიკას ავითარებს ავთენტური საუნდსისტემის ფორმატში შოუქეისზე დაუკრავს Juno — საქართველოს ბას მუსიკის კულტურის პიონერი, ორ ათწლეულზე მეტი გამოცდილებით, რომელიც ცნობილია ღრმა dub სელექციითა და ექსკლუზიური მასალით. მას შეუერთდებაა Sumo, ადგილობრივი სელექტორი, რომელიც გამოირჩევა ჟანრებს შორის თავისუფალი გადაადგილებით — house, breaks და deep dubstep მიმართულებებში. მათთან ერთად წარდგება ლოკალური ბას მუსიკის სცენის მნიშვნელოვანი ფიგურა და CES-ის დამფუძნებელი sTia. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებს CHROMIE, რომელიც ფორმირებულია grime, bass და საუნდსისტემ კულტურის გავლენით