2 იანვარს კლუბის მთავარ სცენას დაიკავებს KHIDI-ს გერმანელი რეზიდენტი და კლუბის ჟღერადობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი არტისტი Ancient Methods, რომელიც ლეიბლის Persephonic Sirens დამფუძნებელია და არის ისეთი პროექტების წევრი, როგორიცაა Eschaton, Ugandan Methods და სხვა. მასთან ერთად დაუკრავს ნიდერლანდელი დიჯეი, პროდიუსერი და ვიზუალური არტისტი, უნიკალური ჟღერადობით გამორჩეული Parrish Smith. არტისტებთან ერთად B2B სეტით სცენას გაიზიარებენ კლუბის ადგილობრივი რეზიდენტები: ლეიბლის Murder tbs დამფუძნებელი Puritan და ლეიბლის Persephonic Sirens და პროექტის Initial Light წევრი Downwell. G2 უმასპინძლებს პიონერ დიჯეისა და პროდიუსერს, Berghain-ის დიდი ხნის რეზიდენტს Fiedel. მასთან ერთად დაუკრავს კლუბის რეზიდენტის, ლადუკა ნინუას progressive trance/house ჟღერადობაზე ორიენტირებული პროექტი Sevda. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებს ლოკალური დიჯეი Alexandra, რომლის მუსიკალური პალიტრა შედგება ჟანრებისგან: minimal, deep tech, house და techno-house.
