რეგიონული ენო-გასტრონომიული გამოცდილება თბილისის ისტორიულ სივრცეში! ფესტივალი აერთიანებს ქართლის მეღვინეებს, ფერმერებსა და შეფ-მზარეულებს, რომლებიც სტუმრებს სთავაზობს ქართლის ავთენტურ ღვინოებსა და ტრადიციულ კერძებს.
ღონისძიება მიზნად ისახავს რეგიონული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას და სტუმრებისთვის ხარისხიანი, კულტურულად მდიდარი გასტრონომიული გარემოს შექმნას!
პროფესორი დავით ჩიჩუა ჩაატარებს მასტერკლასს იშვიათ ქართლის ჯიშებზე, ჯიღაურას კვლევითი ცენტრში დაყენებული ღვინოებით.
2025 წლის საუკეთესო სომელიე საბა ქიტიაშვილი ჩაატარებს მასტერკლასს მის მიერ ფესტივალზე შერჩეული ქართლის ღვინოებით.
შეფი გიორგი მანჯავიძე (მანჯი ) შემოგთავაზებთ ბურგერს ქართლის გემოების ნოტებით, ბიო მეურნეობა ელკანას მწარმოებლების პროდუქციით რომელიც დაამშვენებს თქვენს საახალწლო სუფრას.
კარის გაღება 13:00 საათზე, ღონისძიების დაწყება 14:00 საათზე.
ბილეთში შედის ღვინის დაგემოვნება და საჩუქრად ღვინის ჭიქა.
მისამართი პეტრიაშვილი 1 ღვინის ქარხანა ისტორიული “საძველე”
ფესტივალის მხარდამჭერია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, თბილისის მერია და გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაცია. ღვინის სკოლა ვინემო
