30 წლის ვასილი კანდინსკი, პროფესორის ხარისხის მიღებამდე სულ რამდენიმე ნაბიჯით დაშორებული და უკვე იურისტი, გადაწყვეტს ცხოვრება ხატვას მიუძღვნას.
ჩვენ ვისაუბრებთ კანდინსკიზე – მეცნიერზე, მუსიკოსზე, მოგზაურზე, ექსპერიმენტატორზე, თეორეტიკოსზე, პედაგოგზე და, რაც მთავარია, აბსტრაქციონისტ მხატვარზე.
არ გასულა ათი წელი, როცა ის გაბედულად წარადგენს პირველ აბსტრაქტულ ტილოს მხატვრობის ისტორიაში. ის ეტაპობრივად გაათავისუფლებს საკუთარ ნამუშევრებს სიუჟეტისა და საგნებისგან, წაშლის საზღვრებს რეალობას, გრძნობებსა და წარმოსახვას შორის.
სპონტანური ფერთა თამაში, ექსპრესია, დინამიკა – და იგი მხატვრობას წმინდა შთაბეჭდილებასთან დააახლოვებს.
ის შექმნის თავის „იმპროვიზაციებს“ და „კომპოზიციებს“, რაც მაყურებელს სრულიად ახალ ვიზუალურ გამოცდილებას შესთავაზებს.
მარტივია თუ არა აბსტრაქციის მოფიქრება და დახატვა?
უნდა გვესმოდეს და ავხსნათ აბსტრაქცია?
როგორ შევწყვიტოთ აზრისა და სახეების ძიება და უბრალოდ გავერთოთ და ვიგრძნოთ?
ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს გავიგებთ არტ-ლექციაზე: „კანდინსკი: აბსტრაქციის გამოგონება“.
ქართული ნატურალური ხელოსანი ღვინო
ევროპული სამზარეულო ქართული ელფერით
საუზმე მთელი დღის განმავლობაში
შინაური ცხოველებისადმი მეგობრული.