ყოფილი ბავშვთა სახლის აღსაზრდელი, ბავშვობაში სიყვარულით განებივრებული არა და დიდად წარმატებულიც არა, ვიტკა „ჩესნოკი“ ცდილობს გაიქცეს თავისი „მოსაბეზრებელი და შემაწუხებელი“ ოჯახიდან. მაგრამ მოულოდნელად იგებს, რომ ქალაქში იმყოფება მისი კრიმინალური წარსულის მქონე მამა, ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული ლიოხა „შტირი“. დიდხანს არ ფიქრობს – „ჩესნოკი“ გადაწყვეტს „შტირი“ ინვალიდთა სახლში წაიყვანოს, რათა შემდეგ მისი ბინა მიითვისოს. ასე იწყება მათი თავგადასავალი.
ეს ძალიან კეთილი და თბილი ფილმია, სადაც ამორალური საქციელისა და ეზოს ბიჭების გულგრილი ამბიციების მიღმა იმალება სიყვარული, თანაგრძნობა, მარტოობის შიში, წარსულის წყენები და საყვარელი ადამიანების დაკარგვის ტკივილი. ეს ფილმი შესანიშნავი მიზეზია, ვისაუბროთ მშობლებთან ურთიერთობაზე, განსაკუთრებით მამას როლზე ბიჭის ცხოვრებაში. ფსიქოლოგის (და ბოთლის) გარეშე გაგება რთული იქნება.
შეხვედრას გაუძღვება კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქოლოგიის პედაგოგი ირინა კოზლოვა.