იორგ ჰალუბეკი - იოჰან სებასტიან ბახის საორღანო მუსიკის სამყარო თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
იორგ ჰალუბეკი - იოჰან სებასტიან ბახის საორღანო მუსიკის სამყარო

იორგ ჰალუბეკი - იოჰან სებასტიან ბახის საორღანო მუსიკის სამყარო

იორგ ჰალუბეკი - იოჰან სებასტიან ბახის საორღანო მუსიკის სამყარო
8, Griboedov street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან50
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

22.04.2026
ოთხშაბათი
20:00
50 ₾ - 150
50 ₾ - 150
ვრცლად

აღწერა

დაუვიწყარი საღამო ქართველი მსმენელისთვის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში -  იოჰან სებასტიან ბახის საორღანო მუსიკის სამყარო !
 

✨ 22  აპრილს  20:00 საათზე უნიკალური კონცერტი გაიმართება, სადაც მსმენელის წინაშე  საერთაშორისოდ აღიარებული გერმანელი ორღანისტი, კლავესინისტი და დირიჟორი, ლინცის და შტუტგარტის სახელმწიფო მუსიკალური უნივერსიტეტების პროფესორი, იორგ ჰალუბეკი, რომელიც შუა საუკუნეების ინსტრუმენტებზე - ორღანსა და კლავესინზე, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად ითვლება.

იორგ ჰალუბეკი, შუა საუკუნეების მუსიკის ერთ-ერთი უდიდესი მკვლევარი. მისი აღმოჩენილია რამდენიმე მივიწყებული ოპერა და ბაროკოს პერიოდის მრავალი მუსიკალური ნაწარმოები.


2004 წელს, ლაიფციგში, იოჰან სებასტიან ბახის სახელობის მე-14 საერთაშორისო კონკურსში გამარჯვების შემდეგ, იორგ ჰალუბეკმა განახორციელა ფართომასშტაბიანი  პროექტი სახელწოდებით “ბახის საორღანო პეიზაჟები”, რომლის ფარგლებშიც, მან გერმანიის სხვადასხვა ქალაქში შეისწავლა ორღანთმშენებლობის ტრადიციები, შეხება ჰქონდა ბახის დროინდელ ისტორიულ ინსტრუმენტებთან, გამოიკვლია ამ ქალაქებისთვის დამახასიათებელი კულტურული თავისებურებების გავლენები იოჰან სებასტიან ბახის საორღანო მუსიკის ჟღერადობებზე. იორგ ჰალუბეკმა ვიდეოგადამღებ ჯგუფთან ერთად, იმოგზაურა გერმანიის 10 ქალაქში, დაუკრა იმ ორღანებზე, სადაც თავის გენიალურ ქმნილებებს ასრულებდა იოჰან სებასტიან ბახი და ეს უნიკალური მუსიკალური პროექტი BERLIN CLASSICS-ის რექორდ ლეიბლთან ერთად CD ალბომების სერიად გამოსცა. 


2007 წელს, გამართულ კონცერტებზე, იორგ ჰალუბეკმა იოჰან სებასტიან ბახის ყველა საორღანო ნაწარმოები შეასრულა. ის მონაწილეობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამართულ ბახის ფესტივალებში, ასევე სხვადასხვა ორკესტრებთან ერთად გამოდის მსოფლიოს საკონცერტო სცენებზე, როგორც კლავესინისტი. 2008 წელს მისი თაოსნობით შეიქმნა ბაროკოს ცნობილი ორკესტრი სახელწოდებით Il Gusto Barocco.
 

გაითვალისწინეთ,  ბილეთების რაოდენობა  შეზღუდულია, დასაწყისი საღამოს 20:00 საათზე

მისამართი:  ა,გრიბოედოვის ქ. 8 ,  თბილისი, კონსერვატორიის დიდი დარბაზი 

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება 

ფოტო და ვიდეო

იორგ ჰალუბეკი - იოჰან სებასტიან ბახის საორღანო მუსიკის სამყარო

ადგილი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია — საქართველოში პირველი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია. წლების მანძილზე იგი იყო ამიერკავკასიაში ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი. კონსერვატორიის დაბადების თარიღია 1917 წლის 1 მაისი. 1924 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი, 1947 წლიდან იგი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება