წელს კახეთი მეათედ მასპინძლობს ჯაზისა და ღვინის ფესტივალს, რომელიც წინანდლის მამულებში, 10 ოქტომბერს, 13.00 ტრადიციულად ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას 40-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი მიიღებს.
ფესტივალის პროგრამა
14.00 და 16.00 ამფითეატრი - ჯგუფი SUGARPIE & THE CANDYMEN
19:00 ბალრუმი - ჯგუფი FRED WESLEY GENERATIONS
21:00 ამფითეატრი - SOULTRAIN
ფესტივალის სტუმრებს იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო მუსიკის ფონზე, ტრადიციული იტალიური კერძებით გაუმასპინძლდება.
SOULTRAIN -JJ’s Hausband feat. Reggie Saunders (შვეიცარია/აშშ) https://youtu.be/U8jwQU77QW4 https://youtu.be/uZFf66437LM
ლეგენდარული სატელევიზიო შოუს „Soul Train“, არის ენერგიული ცოცხალი მუსიკალური შოუ, რომელიც სოულის, ფანკისა და Motown-ის ოქროს ეპოქას ეძღვნება. პროექტის მუსიკალურ საფუძველს ქმნის JJ’s Hausband - შვეიცარიული ფანკის გამორჩეული ბენდი, რომელსაც დრამერი და მუსიკალური დირექტორი J.J. Flueck ხელმძღვანელობს. ჯგუფის ვოკალისტია ენერგიული სოულ-შემსრულებელი Reggie Saunders (აშშ).
Soul Train-ის სცენაზე სხვადასხვა პერიოდში არაერთი ლეგენდარული არტისტი წარდგა, მათ შორის Aretha Franklin, Marvin Gaye, Stevie Wonder, James Brown, Tina Turner, The Jackson 5, Barry White და სხვა მნიშვნელოვანი მუსიკოსები.
Sugarpie and the Candymen — ჯაზისა და სვინგის ენერგიული იტალიური ხმა
https://www.youtube.com/watch?v=7mQP35br8po&t=89s
იტალიური ჯგუფი Sugarpie and the Candymen თანამედროვე ჯაზის სცენაზე გამორჩეული პროექტია, რომელიც სვინგის, ჯაზის, ბლუზის, სოულისა და როკ-ენ-როლის ელემენტებს აერთიანებს. ჯგუფი ცნობილია განსაკუთრებით საინტერესო მუსიკალური მიდგომით მსოფლიო მუსიკის ისტორიაში ცნობილი ჰიტების სრულიად განსხვავებულ, სვინგურ და ჯაზურ ინტერპრეტაციებს ქმნის. მათი რეპერტუარი აერთიანებს ისეთი ლეგენდარული არტისტებისა და ჯგუფების კომპოზიციებს, როგორებიც არიან The Beatles, Queen, Jimi Hendrix, U2, The Doors და სხვები.
Fred Wesley Generation - ფანკისა და ჯაზის ლეგენდარული მემკვიდრეობის გაგრძელება.
https://www.youtube.com/watch?v=2g2Ze5mzJc0
ეს არის პროექტი, რომელიც ამერიკული ფანკისა და ჯაზის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის, ტრომბონისტისა და კომპოზიტორის Fred Wesley-ის მუსიკალურ მემკვიდრეობას ეფუძნება. ვესლი განსაკუთრებით ცნობილია James Brown-თან და The J.B.’s-თან თანამშრომლობით, სადაც მისი გამორჩეული ტრომბონი და არანჟირებები ფანკის კლასიკური ჟღერადობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. „ჩემთვის ბედნიერებაა როდესაც ფრედ უესლის ტრომბონის ხმა მესმის.“ - ასე აფასებდა მის შემოქმედებას ლეგენდარული ჯეიმს ბრაუნი. ვესლი თანამშრომლობდა ლეგენდარულ მუსიკოსებთან (George Clinton, Bootsy Collins, Count Basie Orchestra, Maceo Parke,Ray Charles)
- წარმომდგენი თიბისი: კონცეპტი
- გენერალური სპონსორი: Mastercard
- სპონსორები: ისი პარი
- მასპინძელი სასტუმროები: რედისონ ქოლექშენი და პარკ ჰოტელ წინანდალი
- ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია ისთერნ ფრომოუშენსი easternpromotions.ge
- ფესტივალის მხარდამჭერი: ალმა, MARKETER.ge, ფორტუნა, Homeland of Wine Magazine
წინასწარი გაყიდვების ფარგლებში 20,21,22 აგვისტოს , სასტუმროს პაკეტებისა და ბილეთების შეძენას თიბისის კონცეპტ Mastercard ბარათის და არაქართული,უცხოური Mastercard ბარათების მფლობელები შეძლებენ სპეციალურ ფასად, პრი სეილის შემდგომ, მხოლოდ ბილეთებზე თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათზე გავრცელდება 20%-იანი ფასდაკლება, არაქართულ უცხოურ Mastercard ბარათებზე 15%-იანი ფასდაკლება.
6 წლამდე ბავშვები დაიშვებიან უბილეთოდ.
მე-19 საუკუნიდან წინანდალის მამული იყო და კვლავაც არის ექსკლუზიური ღვინის მწარმოებელი.