Jazz and Wine Kakheti თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Jazz and Wine Kakheti

Jazz and Wine Kakheti

Jazz and Wine Kakheti
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან160 ₾
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

10.10.2026
შაბათი
13:00
160 ₾ - 200 ₾
160 ₾ - 200 ₾
ვრცლად

აღწერა

წელს კახეთი მეათედ მასპინძლობს ჯაზისა და ღვინის ფესტივალს, რომელიც წინანდლის მამულებში, 10 ოქტომბერს, 13.00 ტრადიციულად ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას 40-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი მიიღებს.
 

ფესტივალის პროგრამა

14.00 და 16.00 ამფითეატრი - ჯგუფი SUGARPIE & THE CANDYMEN

19:00 ბალრუმი - ჯგუფი FRED WESLEY GENERATIONS

21:00 ამფითეატრი - SOULTRAIN


ფესტივალის სტუმრებს იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო მუსიკის ფონზე, ტრადიციული იტალიური კერძებით გაუმასპინძლდება.


SOULTRAIN -JJ’s Hausband feat. Reggie Saunders (შვეიცარია/აშშ) https://youtu.be/U8jwQU77QW4 https://youtu.be/uZFf66437LM


ლეგენდარული სატელევიზიო შოუს „Soul Train“, არის ენერგიული ცოცხალი მუსიკალური შოუ, რომელიც სოულის, ფანკისა და Motown-ის ოქროს ეპოქას ეძღვნება. პროექტის მუსიკალურ საფუძველს ქმნის JJ’s Hausband - შვეიცარიული ფანკის გამორჩეული ბენდი, რომელსაც დრამერი და მუსიკალური დირექტორი J.J. Flueck ხელმძღვანელობს. ჯგუფის ვოკალისტია ენერგიული სოულ-შემსრულებელი Reggie Saunders (აშშ).

Soul Train-ის სცენაზე სხვადასხვა პერიოდში არაერთი ლეგენდარული არტისტი წარდგა, მათ შორის Aretha Franklin, Marvin Gaye, Stevie Wonder, James Brown, Tina Turner, The Jackson 5, Barry White და სხვა მნიშვნელოვანი მუსიკოსები.


Sugarpie and the Candymen — ჯაზისა და სვინგის ენერგიული იტალიური ხმა

https://www.youtube.com/watch?v=7mQP35br8po&t=89s


იტალიური ჯგუფი Sugarpie and the Candymen თანამედროვე ჯაზის სცენაზე გამორჩეული პროექტია, რომელიც სვინგის, ჯაზის, ბლუზის, სოულისა და როკ-ენ-როლის ელემენტებს აერთიანებს. ჯგუფი ცნობილია განსაკუთრებით საინტერესო მუსიკალური მიდგომით მსოფლიო მუსიკის ისტორიაში ცნობილი ჰიტების სრულიად განსხვავებულ, სვინგურ და ჯაზურ ინტერპრეტაციებს ქმნის. მათი რეპერტუარი აერთიანებს ისეთი ლეგენდარული არტისტებისა და ჯგუფების კომპოზიციებს, როგორებიც არიან The Beatles, Queen, Jimi Hendrix, U2, The Doors და სხვები.


Fred Wesley Generation - ფანკისა და ჯაზის ლეგენდარული მემკვიდრეობის გაგრძელება.

https://www.youtube.com/watch?v=2g2Ze5mzJc0


ეს არის პროექტი, რომელიც ამერიკული ფანკისა და ჯაზის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის, ტრომბონისტისა და კომპოზიტორის Fred Wesley-ის მუსიკალურ მემკვიდრეობას ეფუძნება. ვესლი განსაკუთრებით ცნობილია James Brown-თან და The J.B.’s-თან თანამშრომლობით, სადაც მისი გამორჩეული ტრომბონი და არანჟირებები ფანკის კლასიკური ჟღერადობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. „ჩემთვის ბედნიერებაა როდესაც ფრედ უესლის ტრომბონის ხმა მესმის.“ - ასე აფასებდა მის შემოქმედებას ლეგენდარული ჯეიმს ბრაუნი. ვესლი თანამშრომლობდა ლეგენდარულ მუსიკოსებთან (George Clinton, Bootsy Collins, Count Basie Orchestra, Maceo Parke,Ray Charles)

ფოტო და ვიდეო

Jazz and Wine Kakheti

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება