💡 7 მაისს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები მთარგმნელ თათია მემარნიშვილთან
🌟თემა: „იაპონური ლიტერატურა"
👉 როგორ განვითარდა იაპონური ლიტერატურა ჰეიანის ეპოქიდან 21-ე საუკუნემდე?
ლექციაზე განვიხილავთ, თუ საიდან დაიწყო იაპონური ესთეტიკის აღქმა და როგორ მოვედით თანამედროვე ავტორებამდე?
ლექციაზე ვისაუბრებ იმ განსაკუთრებულ ლიტერატურულ მოვლენებზე და გამორჩეულ ავტორებზე, რომლებმაც იაპონური ლიტერატურა განსაზღვრეს და მსოფლიო ლიტერატურულ სამყაროში ცალკე ნიშა შექმნეს, ესეთ ავტორებად შეგვიძლია მოვიაზროთ, აკუტაგავა, ოე, კავაბატა, მურაკამი, კობო აბე და მიშიმა, ამავე ავტორების ლიტერატურულ თუ ბიოგრაფიულ კონტექსტში ვისაუბრებთ იაპონური კულტურის ხასიათსა თუ ესთეტიურ მსოფლაღქმაზე, პიროვნული ძიებისა თუ გაუცხოების, იდეოლოგიურ, თუ იდენტობის საკითხებზე.
გელით შეხვედრაზე სადაც შესაძლებლობა გექნებათ მოისმინოთ ზემოაღნიშნული თემები და დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი