იაპონური ფესტივალი მაცური თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
იაპონური ფესტივალი მაცური

იაპონური ფესტივალი მაცური

იაპონური ფესტივალი მაცური
2 Monk Gabriel Salosi I Turn, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან55
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

„მაცური” თანამედროვე იაპონური პოპ-კულტურის ფესტივალია. 

 

ჩვენი მიზანია თანამედროვე პოპულარული სუბკულტურების - ისეთი როგორიც არის: ანიმე, მანგა, იაპონური თანამედროვე მოდა, კორეული პოპი, კიბერსპორტი, ქოსფლეის განვითარების ხელშეწყობა და ამავედროს ტრადიციული იაპონური კულტურის გაცნობა სხვადასხვა აქტივობებით. 

 

ფესტივალი „მაცური“ იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის მხარდაჭერით 2015 წლიდან ტარდება. ფესტივალზე ეწყობა სხვადასხვა იაპონური კულტურის დამახასიათებელი გასართობი აქტივობები როგორიც არის იაპონური კალიგრაფია - შოდო, ომიკუჯი, ორიგამი. 

 

საახალწლოდ მორთულ ღია სივრცეში ასევე განთავსებული იქნება სხვადასხვა დახლები სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ნამდვილი იაპონური კერძები - რომელსაც იაპონელი შეფ-მზარეულები მოამზადებენ.

 

ფესტივალის განმავლობაში შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ნივთები იაპონიიდან - მარაოები, გრაგნილები, მანგები, ტრადიციული ტკბილეულობა, ანიმე ფიგურები, პოსტერები და სხვა უამრავი იაპონიასა და ანიმესთან დაკავშირებული აქსესუარები.

 

ფესტივალზე ჩატარდება ქოსფლეი და K-pop ცეკვის კონკურსები!

ფოტო და ვიდეო

იაპონური ფესტივალი მაცური

ადგილი

Elektrowerk
ავთენტური ვინტაჟური ინდუსტრიული განწყობა და ძველი საბჭოთა ელექტროძრავების ქარხნის ინტერიერი
ამ ადგილის ყველა ღონისძიება