დაუვიწყარი საღამო ქართველი მსმენელისთვის, თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის დრამატულ თეატრში - იტალიური და ნეაპოლიტანური ოპერა!
27 თებერვალს 20:00 საათზე უნიკალური კონცერტი გაიმართება. გახდი ზამთრის საკონცერტო სეზონის გრანდიოზული ნაწილი, სადაც მსმენელის
წინაშე საერთაშორისოდ აღიარებული იტალიელი ტენორი ფაბიო ანდრეოტი წარსდგება !
არაჩვეულებრივი მუსიკალური მოვლენა, რომელიც მუსიკის მოყვარულებს დაუვიწყარ იტალიურ ოპერაში გამოგზაურებთ, თბილისის სახელმწიფო
კონსერვატორიის ისტორიული სცენიდან ჯაკომო პუჩინის, ლუჩიო დალას, ჯოაკინო როსინის, ჯოვანი კაპუროს და სხვა ცნობილი კომპოზიტორების
ცნობილი ოპერების არიებს, ნეაპოლიტანური მომაჯადოებელი სიმღერების პარალელურად.
ფაბიო ანდრეოტი - საერთაშორისოდ ცნობილი იტალიელი ტენორი, დაიბადა რომში. მან მიუძღვნა თავი ვოკალის შესწავლას იტალიელი ოსტატების
ანტონიო ბეიერისა და ჯანი რაიმონდის ხელმძღვანელობით. მისი პროფესიონალური დებიუტი შედგა 2006 წელს ჰაიდნის ,,Salve Regina''-ით და
მალევე მოიპოვა პირველი პრიზი ფრანჩესკო ალბანეს კონკურსზე ალფრედოს არიით ვერდის ,,ტრავიატადან''
21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში მან მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს და გლობალურ ცნობადობას - იტალიიდან სამხრეთ კორეამდე და აშშ-მდე. მან
შეასრულა მთავარი როლები ისეთ ცნობილ ოპერებში, როგორებიცაა ,,რიგოლეტო'', ,,ლა ბოჰემი'', ,,მადამ ბატერფლაი'', ,,აიდა'', ,,ტოსკა'' და სხვა
შედევრებში. იტალიელ ტენორთან ერთად პროგრამას ვარდელის სახელობის კამერული ორკესტრი შეასრულებს კონსტანტინე ეროიანის ხელმძღვანელობით.