8 მარტს ქორთიარდ თბილისი გიწვევთ იტალიურ ბრანჩზე, რომელიც შექმნილია ნამდვილი იტალიური გემოსა და ელეგანტური, სადღესასწაულო ატმოსფეროს მოყვარულთათვის.
სტუმრებს დახვდებათ ღია ბუფეტი იტალიური სამზარეულოს მრავალფეროვანი არჩევანით — ტრადიციული ანტიპასტით, ავთენტური ნეაპოლიტანური პიცით, ცხელი კერძების სელექციითა და დესერტებით.
ღონისძიების ფარგლებში იმუშავებს სპეციალური საბავშვო კუთხე, შემოქმედებითი და თვითგასართობი აქტივობებით, გასაფერადებლებითა და სპეციალურად მათთვის შედგენილი მენიუთი, რათა მშობლებმა შეძლონ დასვენება და გემრიელი შუადღით სრულფასოვნად დატკბობა ოჯახთან ერთად.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 577 30 00 66
• ღონისძიება განკუთვნილია ყველა ასაკის სტუმრებისთვის.
• 6 წლამდე ბავშვებისთვის მენიუ ხელმისაწვდომია ნახევარ ფასად.
