ღვინის დაბადების საერთაშორისო დღე დაფუძნდა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის, შალვა ხეცურიანის ინიციატივით და ყოველწლიურად აღინიშნება საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის 75 წევრ ქვეყანაში.
საქართველოში წელს აღნიშვნა გაიმართება ქუთაისში 11 სექტემბერს სხვადასხვა ღონისძიებებით:
სამეცნიერო კონფერენცია ღვინის საწყისი | სარეგისტრაციო ლინკი: https://forms.office.com/e/3nbeHK96Cw |
გამოფენა მასპინძლობის ფერები: ნიკო ფიროსმანი, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი…
გიორგი სიხარულიძის უნიკალური სპეკტაკლი ღვინის დაბადება და ნანა ჯორჯაძის ფილმი ღვინის ნულოვანი მერიდიანი.
პროექტი ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მხარდაჭერით.
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+
