სტუდიო ლიბერთის Mastercard World Elite და Visa Platinium ბარათებით ღონისძიების ბილეთის შეძენისას, ისარგებლეთ 30%-იანი ქეშბექით, მაქსიმალური ლიმიტი 120 ლარი.
დღის აღწერა:
Inner Farm Talks – მენტალური კეთილდღეობისთვის გამართული წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, ინერის და კიკეთის ფერმის ორგანიზებით, მასპინძელი – ლიკა ევგენიძე.
ღონისძიება კიკეთის ფერმის გარემოში გააერთიანებს სფეროს წამყვან პროფესიონალებს და მათ, ვისთვისაც მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია.
ბუნებრივ გარემოსთან სინთეზში, დაგხვდებათ განსხვავებული სივრცეები ცოდნის გაზიარებისთვის და ახალი გამოცდილების მისაღებად.
მთავარ სცენაზე შეხვდებით სფეროს პროფესიონალებს, რომლებიც დაგეხმარებიან განსხვავებული რაკურსით, მიიღოთ მეტი ინფორმაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე.
მთავარი გამოსვლების პარალელურად, ტერიტორიაზე განთავსებული იქნება თემატური ზონები, სადაც შეძლებთ პირადად გამოცადოთ ისეთი გიდირებული პრაქტიკები, როგორებიცაა: ბგერითი თერაპია, იოგა, არტთერაპია, mindfulness და სუნთქვითი პრაქტიკები, მითოდრამის ჯგუფური სესია, ფსიქოლოგებთან შეხვედრები და მოუსმინო სხვა ადამიანების ამბებს storytelling-ის სივრცეში.
ღონისძიების სპეციალური სტუმარი იქნება იაპონური წარმოშობის საუნდჰილერი და ვიბრაციული თერაპიის პრაქტიკოსი – Kenji Azuma. მისი პრაქტიკა აერთიანებს მედიტაციას, ენერგეტიკულ მუშაობას და იმ იდეას, რომ ხმა არა მხოლოდ მუსიკალური გამოცდილებაა, არამედ სხეულის, ნერვული სისტემის და ცნობიერების რეგულირების ინსტრუმენტიც.
მენტალურ კეთილდღეობაზე ზრუნვის დღე დაიხურება ლიკა ევგენიძის და Kenji Azuma-ს პერფორმანსით, რომელიც გაიმართება ღია სივრცეში, ბუნების გარემოში. პერფორმანსი იქნება ბგერითი თერაპიის, მედიტაციის და მუსიკალური ნამუშევრების ერთობლიობა.
სპიკერები Main stage-ზე:
ლიკა ევგენიძე (ბგერითი თერაპევტი)
დღის გახსნა
ეკა ჭყონია (ფსიქიატრი)
როგორ ამოვიცნო რომ დახმარება მჭირდება?
ნატა ასათიანი (ფსიქოთერაპევტი)
როგორ ვხედავ საკუთარ თავს? – თვითშეფასება და რეალისტური თვითაღქმა
ანა ღვინიანიძე (ფსიქოთერაპევტი)
ამბის მომტანები – ემოციები, საზღვრები და ურთიერთობა საკუთარ თავთან
ბაკო მაღულარია (ფსიქოთერაპევტი)
როგორ ვიყო მხარდამჭერი მშობელი?
თინათინ თიაბაშვილი (ფსიქოთერაპევტი)
საკუთარი თავის აღმოჩენა თუ შექმნა? — ინდივიდუაცია, როგორც შემოქმედებითი პროცესი
ნანა ვაშაკიძე (მაინდფულნეს მასწავლებელი)
აქ ყოფნა საკმარისია – გაცნობიერებული ცხოვრება (mindfulness)
ნინო პატურაშვილი (ფსიქოთერაპევტი)
დიეტა თუ კვებითი აშლილობა? – ანორექსიისა და ბულიმიის რეალური სახე
მეგი საჯაია (ფსიქოთერაპევტი)
როგორ ვთქვა „არა“ დანაშაულის განცდის გარეშე? – საზღვრების დაწესება ურთიერთობებში
ლიზი გოგიძე (არტთერაპევტი)
რას ვერ ვამბობთ სიტყვებით? – ართთერაპია, როგორც გამოხატვა სიტყვების გარეშე
თინა ქარელი (ფსიქოთერაპევტი), ივა დარბუაშვილი (ფსიქოთერაპევტი)
სხეული, როგორც ფსიქიკის სარკე
მაგდა გერანტია (ფსიქოთერაპევტი)
როდესაც მხარდაჭერა მეტს მოითხოვს — მედიკამენტები და მენტალური კეთილდღეობა
თამუნა ამაშუკელი, (ფსიქოთერაპევტი) ცირა გელითაშვილი (ფსიქოთერაპევტი)
რატომ ვერ თანაარსებობს სიყვარული და ვნება ერთად?
ეკა ბურკი (ფსიქოთერაპევტი)
რატომ გვიშლის პერფექციონიზმი ხელს წარმატებაში? — სრულყოფილების სურვილი, რომელიც გვზღუდავს
ზაზა კალანდარიშვილი (დამოკიდებულების სპეციალისტი)
რატომ ვერ ვჩერდები? — ემოციებზე დამოკიდებულების სირთულე
სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლები (კარაპს მედლაინი, კავკასიის მედიცინის ცენტრი)
ფიზიკური ჯანმრთელობის კავშირი ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან
ოკტოპუსის ფიტნეს ინსტრუქტორები
ვარჯიშის გავლენა, როგორც ფიზიკურ აქტივობაზე, ასევე მენტალურ სიჯანსაღეზე
დღის დახურვა
ლიკა ევგენიძე და Kenji Azuma: პერფორმანსი – ბგერითი თერაპიის, მედიტაციის და მუსიკალური ნამუშევრების ერთობლიობა.
პარალელური ვორქშოპები და პრაქტიკები, დამოუკიდებელ სივრცეებში:
თვითშეფასების პრაქტიკული კვლევა – ნატა ასათიანი
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა - 15
ვორქშოპის მიზანია უკეთ გავაცნობიეროთ, როგორ მოქმედებს საკუთარი თავის შესახებ არსებული აზრები და რწმენები თვითშეფასებაზე. პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით მონაწილეები გამოავლენენ რამდენიმე თვითკრიტიკულ ან შემზღუდავ რწმენას და შეეცდებიან მათ უფრო რეალისტური და დაბალანსებული პერსპექტივიდან შეხედონ.
მითოდრამის ჯგუფური სესია – ქეთი კერესელიძე, გვანცა კოპალიანი
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა - 12
მითოდრამა ეფუძნება ისტორიების ძალას და იყენებს დრამასა და ხელოვნებას, რათა დაეხმაროს ადამიანს საკუთარი არაცნობიერი კონფლიქტების იდენტიფიცირებაში. მითები და ზღაპრები ფსიქიკის უძველესი არაცნობიერი სარკეებია, რომლებიც ჩვენს შინაგან კონფლიქტებს, განვითარების ფაზებს, განცდებსა და სურვილებს აირეკლავენ- „მითები არ გვიყვებიან მხოლოდ წარსულზე ისინი გვაჩვენებენ იმას, რაც ჩვენს შიგნით ხდება დღეს.“
იოგას პრაქტიკა – დავით კანდელაკი
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა - 20
ფიზიკური ჯანმრთელობის პრაქტიკა – ოკტოპუს ფიტნეს კლუბი
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა - 20
ნანა ვაშაკიძე — Mindfulness პრაქტიკა
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა - 15
ბგერითი თერაპიის პრაქტიკა – ლიკა ევგენიძე
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა - 20
არტთერაპიის პრაქტიკა – ლიზი გოგიძე
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა - 15
Storytelling – გამოცდილების გაზიარება - ეკა დემეტრაძე, სანდრო კაკულია
დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობა - 15
Inner Farm Talks პარტნიორები:
სტუდიო ლიბერთი
ჯიპიაი ჰოლდინგი
ბაკურიანი
ოკტოპუსი
basic.kitchen
კარაპს მედლაინი
კავკასიის მედიცინის ცენტრი
ველედა
მედია პარტნიორები:
At.ge
მარკეტერი
Entrepreneur Georgia
Forbes Georgia.