11 მაისს Republic Event Hall-ის სცენა ლეგენდარულ ბრიტანულ Acid Jazz ბენდს, Incognito-ს უმასპინძლებს Incognito 1979 წელს ჟან-პოლ Bluey-ის და პოლ უილიამსის მიერ დაარსდა. მომაჯადოვებელი ჰიტების და მუსიკალური ინდუსტრიისთვის ტრანსორმაციული ალბომების გამოშვების შემდეგ, მათ ითანამშრომლეს ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან ჯორჯ ბენსონი და სტივ უანდერი - ერთმანეთს უხამებდნენ რა სოულის, ჯაზისა და ფანკის ენერგიულ ჟღერადობებს.
Bluey-მ, რომელიც Incognito-ს მთავარი ოსტატია, ბენდის წევრების ინდივიდუალური შესრულება ჯგუფის მთავარ ხმოვანებას მოარგო და შექმნა ყველა თაობისთვის საყვარელი ნამუშევრები, რომლებიც დღემდე გლობალურად აქტუალურია. მათ 1991 წლის ალბომში,„Inside Life-ში შემავალი ჰიტის „Always There”-ის დახმარებით Incognito პოპულარული გახდა როგორც ცოცხალი მუსიკის, ასევე საკლუბო სივრცეებში.
ბენდი კიდევ ერთხელ ელოდება ქართველ მსმენელთა შეხვედრას და მათ განსაკუთრებულ საღამოს პირდება. „მისი თაობის საკულტო ბასისტი,” - ასე მოიხსენია ის გამოცემამ Rolling Stone.