იმერსიული ტელე-რადიო პროექტი „The Body of a Hunched Dog“
პირველად თბილისში წარმოდგენილი იქნება იმერსიული მულტიმედიური პროექტი „The Body of a Hunched Dog“, რომელიც აერთიანებს დოკუმენტურ კინოს, პერფორმანსს, ცოცხალ მუსიკასა და აუდიოვიზუალურ ხელოვნებას.
პროექტი თავდაპირველად ინტერაქტიული რადიოგადაცემის სახით შეიქმნა, 2019 წელს სტრიმინგ-ფორმატად გადაიქცა, მოგვიანებით კი სრულფასოვან თეატრალურ წარმოდგენად ჩამოყალიბდა.
საღამო დაიწყება დოკუმენტური ფილმის ჩვენებით, რომელიც ოთხ სხვადასხვა მხატვრულ პერფორმანსს აერთიანებს. 2023 წელს პროექტი პირველად გავიდა სანქტ-პეტერბურგის ფარგლებს გარეთ და ნიჟნი ნოვგოროდში, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ კონტრკულტურულ სივრცეში, განხორციელდა.
მეოთხე ეპიზოდის საფუძველია კარლოს კასტანედას იდეა ადამიანის ოთხი მტრის შესახებ — შიში, სიცხადე, ძალა და სიბერე.