სპექტაკლი ნაცისტურ გერმანიაში მიმდინარე მოვლენების ფონზე განვითარებულ სამი ოჯახის ტრაგედიაზე მოგვითხრობს. რა ემართებათ რიგით მოქალაქეებს, ჩვეულებრივ ადამიანებს, როდესაც კარს მიღმა რეჟიმი მძვინვარებს?! შიშისა და ტოტალური უიმედობის ფონზე ნდობის, პატივისცემის, ურთიერთობისა და სიყვარულის ნგრევა - ეს ის თემებია, რომლის შესახებაც სპექტაკლი მოგვითხრობს.