ჰირაიამას დღე იწყება თხილის ნერგების მოვლით, შემდეგ კი ისინი პარკში გადააქვს. განთიადისას ის ჯდება თავის ფურგონში, რთავს კასეტურ ფლეერს და მიემართება სამუშაოდ: ჰირაიამა ტოკიოს საზოგადოებრივი ტუალეტების დამლაგებელია.
მისი მოწესრიგებული რუტინის მიღმა, იგი ტკბება ლუ რიდისა და პეტი სმიტის მუსიკით, ადგილობრივი წიგნების მაღაზიის ნაპოვნი წიგნებით და ხეებით, რომლებსაც ფირზე ფოტოკამერით Olympus იღებს. რამდენიმე მოულოდნელი შეხვედრა ჰირაიამას ჩვეულ ცხოვრებას თავბრუდამხვევ ცვლილებებს მოუტანს.