მე პატარა ქართველი ვარ თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
მე პატარა ქართველი ვარ

მე პატარა ქართველი ვარ

მე პატარა ქართველი ვარ
136, D. Agmashenebeli Ave.
ბილეთის ფასი
დან12
advertising
ქართული

აღწერა

,მე პატარა ქართველი ვარ“ - ასე ქვია სპექტაკლს, რომელიც ჩვენს თეატრში მოწვეულმა რეჟისორმა, ნიკა ლუარსაბიშვილმა განახორციელა. წარმოდგენა დაფუძნებულია ქართულ ხალხურ ზღაპრებსა და მითებზე. სპექტაკლში უხვადაა გამოყენებული ქართული კლასიკური პოეზიის ნიმუშები. აქვე შეხვდებით საინტერესო მხატვრულ პერსონაჟებს. ერთ-ერთ პერსონაჟად მწიგნობართუხუცესი შოთაცაა (იგივე შოთა რუსთველი), ასევე ერთი სცენაც გამართულია ილია ჭავჭავაძის ლექს „ბაზალეთის ტბის“ მიხედვით. ჩვენი მაყურებელი ასევე შეხვდება ნაცნობ პერსონაჟებს მულტფილმიდან „კომბლე“. განსაკუთრებით არსანიშნავია მუსიკალური გაფორმება, რომელიც ეროვნულ ფოლკლორზე და ქართულ კლასიკურ მელოდიებზეა აგებული და წამყვან თემასაც წარმოადგენს. სპექტაკლი მოზარდ თაობას გაუღვივებს პატრიოტულ გრძნობებს, შეაყვარებს ჩვენი სამშობლოს მრავალტანჯულ წარსულს და ბედნიერი მომავლის რწმენას ჩაუსახავს.;ასაკი +6

ფოტო და ვიდეო

მე პატარა ქართველი ვარ

ადგილი

თოჯინების თეატრი
გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი (თბილისის თოჯინების ქართული თეატრი) — თოჯინების პირველი პროფესიული სახელმწიფო თეატრი საქართველოში, დაარსდა 1934 წელს თბილისში გ. მიქელაძის თაოსნობით, რომელიც იყო პირველი ხელმძღვანელიც. სსრკ-გერმანიის ომის წლებში (1942–1945) თეატრში იდგმებოდა ომის თემაზე შექმნილი სპექტაკლები: კ. გოგიაშვილის „რუხი მგელი“, ს. სერპინსკის „როგორ მისყიდა ჰიტლერმა სული ეშმაკს“ და სხვა. 1940-50 წლებში იდგმებოდა აგრეთვე სპექტაკლები მოზრდილთათვის. უკვე ამ პერიოდში თეატრი წარმატებით ფლობდა თოჯინის მართვის ყველა სისტემასა და ყველა სცენურ ფორმას. თეატრი სისტემატურად წარმატებით მონაწილეობდა თოჯინების თეატრების საქართველოს, ამიერკავკასიის და საერთაშორისო ფესტივალებსა და სიმპოზიუმებში. 1960 წლიდან თოჯინების სახელმწიფო თეატრი უნიმას კოლექტიური წევრია.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება