HOME FRONT თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
HOME FRONT

HOME FRONT

HOME FRONT
14 Akaki Vasadze St., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან25
advertising
ქართული

განრიგი

26.09.2025
პარასკევი
18:00
25 ₾ - 40
25 ₾ - 40
ვრცლად

აღწერა

შაბათი დილაა. რივკა'ლე და ელიაჰუ, ხანდაზმული წყვილი, ტელევიზორს უყურებენ. ახალ ამბებში აცხადებენ, რომ ომი დაიწყო. ელიაჰუ, ჯიუტად მოითხოვს ფრონტის ხაზზე წასვლას, რათა დაიცვას თავისი სახლი. რივკა'ლე კი, პირიქით, კატეგორიულად მოითხოვს, რომ გადავიდნენ ხანდაზმულთა საცხოვრებელში.
ისინი ვერაფრით ხსნიან, რატომ გაჩერდა საათი, სად გაუჩინარდა  სამეზობლოში მდებარე სასურსათო მაღაზია, ან რა არის ეს დამწვარი სუნი, რომელიც ნელ-ნელა ვრცელდება მისაღებ ოთახში.
რივკა’ლე და ელიაჰუ, როგორც მრავალი ისრაელელი, ძლიერი საჭიროებით არიან შეპყრობილნი, როგორმე დაეხმარონ Home Front-ს, შეაჩერონ სისხლისზღვრა საზღვარზე. მაგრამ მათი ნებისყოფა ისევ და ისევ ეჯახება ასაკის მიერ დაწესებულს ზღვარს.
ეს არის მოგზაურობა დროში, ერთ შეჩერებულ წამში. ამბავი სიყვარულზე, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება - კრიზისში მყოფი სამშობლოს ჩრდილქვეშ, როცა სხეული გღალატობს, გონება კი მერყევია.
სპექტაკლი შეიქმნა ისრაელის ლატარიის ხელოვნების საბჭოს ინიციატივის „პასუხი პასუხზე“ ფარგლებში, 7 ოქტომბრის მოვლენებზე რეაგირების მიზნით, რაბინოვიჩის ფონდის მხარდაჭერით.

 

ფოტო და ვიდეო

HOME FRONT

ადგილი

ახმეტელის თეატრი
თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი არის დრამატული თეატრი თბილისში, გლდანის რაიონში. თეატრი აკაკი ვასაძის ქუჩაზე მდებარეობს. თეატრის შენობა აშენდა კლასიკურ ბაროკოს სტილში. თბილისის დრამატული თეატრი 1981 წელს რეჟისორმა ლერი პაქსაშვილმა დააარსა. 1987 წელს თეატრს გამოჩენილი თეატრის რეჟისორის სანდრო ახმეტელის სახელი მიენიჭა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება