ლაშქრობა ლევიტანის ტბასა და ჯამდჯამას მთაზე
georgian__adventures
ერთდღიანი, გამორჩეულად თვალწარმტაცი მარშრუტი შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის საზღვარზე, ბორჯომისა და გორის სიახლოვეს. ავალთ მთის ქედზე, საიდანაც 360-გრადუსიანი პანორამული ხედები იშლება.
პროგრამა
• სასტარტო წერტილამდე Mitsubishi Delica-ს ჯიპით მივემგზავრებით.
• ლაშქრობას დავიწყებთ ლევიტანის ტბიდან, რომელიც ნაძვის, სოჭის, წიფლის, მუხისა და რცხილის უღრანი ტყეებითაა გარშემორტყმული.
• შემდეგ ავუყვებით ქედს ჯამდჯამას მთის (2,380 მ) მიმართულებით. მარშრუტი გადის ალპურ მდელოებსა და ველურ მთის ბილიკებზე, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურა თითქმის არ არის.
• ავალთ ჯამდჯამას კლდოვან მწვერვალზე, რომელიც ფორმით გვირგვინს ჰგავს. აქედან იშლება შთამბეჭდავი ხედები ტანისა და ძამის ხეობებზე, ხოლო კარგი ამინდის შემთხვევაში მოჩანს დიდი კავკასიონის ქედი.
• მოვაწყობთ პიკნიკს ულამაზეს ადგილას. ქალაქიდან გასვლისას სუპერმარკეტში შევჩერდებით, ხოლო ჩვენგან დაგხვდებათ მსუბუქი წასახემსებელი და ცხელი ჩაი.
• დაბრუნების გზაზე ვესტუმრებით ატენის სიონს — VII საუკუნის დასაწყისში აგებულ ტაძარს, სადაც შემორჩენილია საქართველოს ოქროს ხანის უნიკალური ფრესკები და ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ეპიგრაფიკული მემკვიდრეობა.