საიდუმლო სიმბოლოები ტილოებზე
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ უფიცის გალერეაში, ლუვრში, ერმიტაჟში ან ლონდონის ეროვნული გალერეაში.
მივდივართ ერთი დარბაზიდან მეორეში — გარშემო უამრავი ტილოა. ვუყურებთ ერთს, შემდეგ მეორეს, და 30–40 წუთის შემდეგ ყურადღება იკარგება... მაგრამ სწორედ ამ დროს სურათები გვესაუბრებიან — მათ უნდათ გვითხრან საინტერესო ისტორიები!
მხატვრებმა ტილოებში ჩადეს სიმბოლოები და ნიშნები, რომლებსაც საუკუნეების შემდეგაც შეგვიძლია წავუკითხოთ.
ლექციაზე დეტალურად დავაკვირდებით ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს და შევეცდებით ამოვხსნათ ის მესიჯები, რაც მათ ჩვენთვის დატოვეს. ყურადღების მიღმა არ დარჩება იან ვან ეიკის, პიტერ ბრეიგელის, ანიოლო ბრანცინოს, ლეონარდო და ვინჩის და, რა თქმა უნდა, იერონიმუს ბოსხის ტილოები!
